“პოლიტიკური კრიზისი სახეზეა. ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვიმუშავოთ, მათ შორის „ქართულმა ოცნებამ“, იმისთვის, რომ ამ კრიზისიდან გამოვიდეთ. ამ შემთხვევაში, გაუცხოვება და ერთმანეთთან დაპირისპირება გამოსავალი არ არის.”
ბადრი ჯაფარიძე – პარტია “ლელოს” ლიდერი
ამის შესახებ ჯაფარიძემ ჟურნალისტებთან ელჩებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა და აღნიშნულით გერმანიის ელჩის განცხადებას გამოეხმაურა.
ცნობისთვის, არჩევნების მეორე ტურამდე ერთი დღით ადრე, ევროკავშირის ელჩის რეზიდენციაში შუამავალ ელჩებთან მოლაპარაკებები განსხვავებული ფორმატით გაიმართა. აშსოს იელჩი კელი დეგნანი და ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი პოლიტიკური პარტიების ყველა ლიდერს ინდივიდუალურად შეხვდნენ.