მთავარი ციტატა

“იმედია, ხელისუფლება აცნობიერებს ამ გზავნილს, რადგან ადრესატი მხოლოდ ოპოზიცია არ არის”- უდუმაშვილი

„ვეთანხმებით, რომ დასაკარგი დრო ნამდვილად არ გვაქვს. ახლა ყოველ დღეს და საათს მნიშვნელობა აქვს. იმედია, რომ ხელისუფლება აცნობიერებს ამ გზავნილს, რადგან ადრესატი მხოლოდ ოპოზიცია არ არის.”

ზაალ უდუმაშვილი – „ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი

ამის შესახებ ზაალ უდუმაშვილმა ჟურნალისტებთან ელჩებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა და აღნიშნულით გერმანიის ელჩის განცხადებას გამოეხმაურა.

როგორც გერმანიის ელჩმა განაცხადა,  „საქართველოს დასაკარგი დრო არ აქვს“.

ცნობისთვის, არჩევნების მეორე ტურამდე ერთი დღით ადრე,  ევროკავშირის ელჩის რეზიდენციაში  შუამავალ ელჩებთან მოლაპარაკებები განსხვავებული ფორმატით გაიმართა.  აშსოს იელჩი კელი დეგნანი და ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი პოლიტიკური პარტიების ყველა ლიდერს ინდივიდუალურად შეხვდნენ.

 

 

იტვირთბა....