“არავინ აპირებს სიყალბეში მონაწილეობას. ჩვენ მოვუსმინეთ ფასილიტატორებს, და აქვე მინდა ვთქვა, 30 წელიწადია რაც ოპოზიცია შედის პარლამენტში, მაგრამ მომდევნო არჩევნები უფრო უარესია. ამიტომ, არავინ აპირებს ამ სიყალბეში მონაწილეობას. ჩვენი თვითმიზანი პარლამენტში არშესვლა არაა. შესვლა და არჩევნების “გაპრავება” არ იხილება.”
გიგი უგულავა – “ევროპული საქართველის ლიდერი
“დღის ამბები”
ცნობისთვის, არჩევნების მეორე ტურამდე ერთი დღით ადრე, ევროკავშირის ელჩის რეზიდენციაში ოპოზიციურ ლიდერებთან შუამავალ ელჩებთან მოლაპარაკებები განსხვავებული ფორმატით მიმდინარეობს. აშშ-ის იელჩი კელი დეგნანი და ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი პოლიტიკური პარტიების ყველა ლიდერს ინდივიდუალურად ხვდებიან.
ამასსთან, შეგახსენებთ, რომ საერთაშორისო პარტნიორები ოპოზიციურ პარტიებს საკანონმდებლო ორგანოში შესვლასა და იქიდან ბრძოლისკენ მოუწოდებენ.