ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“როგორ უნდა ვებრძოლოთ ავადმყოფობას? მნიშვნელოვანია, ადამიანი უვლიდეს პირის ღრუს”- ილია მეორის მიმართვა მრევლს

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს ქადაგების დროს არაერთხელ მოუწოდებია მრევლისთვის, დაეცვა ჰიგიენა და ესწავლა ვირუსთან ბრძოლა.

ასევე, ილია მეორე გასული წლის ერთ-ერთი ქადაგების დროს გამოვიდა ინიციატივით, რომ სკოლებში ჰიგიენა ისწავლებოდეს.

„როგორ უნდა ვებრძოლოთ ავადმყოფობას? უპირველესყოვლისა, პირადი ჰიგიენა, სისუფთავე და ხშირი ბანვა ხელებისა. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადამიანი ფიქრობდეს და უვლიდეს თავის პირის ღრუს.

პირის ღრუ არის მთავარი ადგილი, სადაც ინფექცია გროვდება.

სისუფთავე, ლოგინის სისუფთავე, ტანსაცმლის სისუფთავე, სახლის სისუფთავე, სუფთა ჰაერი… როცა გამოვდივართ ოთახიდან ფანჯარა ღია უნდა იყოს, რომ გასუფთავდეს ჰაერი.

ჩვენ უნდა ვისწავლოთ, როგორ ვებრძოლოთ დაავადებას“, – აღნიშნა კათოლიკოს პაატრიარქმა ერთ-ერთი ქადაგების დროს.

ცნობისთვის, კორონავიორუსის პრევენცის მიზნით, სპეციალისტები განსაკუთრებით ხშირად მოუწოდებენ ადამიანებს, დაიცვან პირადი ჰიგიენა და დაიბანონ ხელები ხშირად.

იტვირთბა....