ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ტესტი ამ ეტაპზე უარყოფითია, სიმპტომები ჯერჯერობით არ მაქვს”- გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ტესტირებიტ მას კორონავირუსი არ დაუდგინდა. ამის შესახებ გამყრელიძემ “TV პირველის” ეთერში განაცხადა.

ამასთან, როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, მას არც რესპირაციული ვირუსის სიმპტომები აღენიშნება.

“ჯანმრთელობის მდგომარეობა ნორმალურია, მაგრამ რადგან გასულ კვირას ინტენსიური კონტაქტები მქონდა ინფიცირებულებთან, რომელთა ინფიცირებაც დადგინდა ორშაბათს, მესამე დღეა, თვითიზოლაციაში ვარ. ტესტი ამ ეტაპზე უარყოფითია, სიმპტომები ჯერჯერობით არ მაქვს, ვნახოთ,”- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

შეგახსენებთ, კოვიდინფიცირებულთან კონატაქტის გამო, ამირან გამყრელიძე თვითიზოლაციაში 17 ნოემბრიდან იმყოფება.

იტვირთბა....