12 არაბული და ისლამური სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრებმა ირანს მოუწოდეს, „დაუყოვნებლივ შეწყვიტოს თავდასხმები“ და პატივი სცეს საერთაშორისო სამართალს.
საუდის არაბეთის დედაქალაქ რიადში შეხვედრის შემდეგ 12-მა ქვეყანამ ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნა.
განცხადებაში მინისტრებმა დაგმეს ირანის თავდასხმები სპარსეთის ყურის ქვეყნებზე, იორდანიაზე, აზერბაიჯანსა და თურქეთზე, რომლებიც, მათი თქმით, „საცხოვრებელ უბნებს, სამოქალაქო ინფრასტრუქტურას, მათ შორის ნავთობის ობიექტებს, წყლის გამტკნარების ქარხნებს, აეროპორტებს, საცხოვრებელ შენობებსა და დიპლომატიურ შენობებს“ იღებს სამიზნეში.
მინისტრებმა ასევე დაგმეს ისრაელის თავდასხმები ლიბანზე და „კიდევ ერთხელ დაადასტურეს მხარდაჭერა ლიბანის უსაფრთხოების, სტაბილურობისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ“.
საკონსულტაციო შეხვედრა საუდის არაბეთის, ქუვეითის, კატარის, არაბთა გაერთიანებული საემიროების, ბაჰრეინის, ეგვიპტის, ლიბანის, სირიის, იორდანიის, პაკისტანის, თურქეთისა და აზერბაიჯანის დიპლომატებმა გამართეს.

