აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ბრენტის მარკის ნავთობის ფასი გაიზარდა და ბარელზე 114 დოლარს მიაღწია

ბრენტის მარკის ნავთობის ფასი გაიზარდა და ბარელზე 114 დოლარს მიაღწია.

ეს არის 6-პროცენტიანი მატება ბოლო პერიოდთან შედარებით.

18 მარტს ბრენტის მარკის ბარელი ნავთობი 107 დოლარი ღირდა.

აშშ-ის საორიენტაციო ნიშნული, დასავლეთ ტეხასის ნავთობის ფასი ბარელზე 96 დოლარამდე გაიზარდა.

ნავთობისა და ბუნებრივი აირის ფასები გაიზარდა მას შემდეგ, რაც ირანმა განაცხადა, რომ ისრაელმა სამხრეთ პარსზე, უზარმაზარ საზღვაო გაზის საბადოზე საჰაერო დარტყმა განახორციელა, რამაც ირანის ობიექტები დააზარალა.

რამდენიმე საათის შემდეგ, კატარის სახელმწიფო ენერგეტიკულმა კომპანიამ განაცხადა, რომ ქვეყნის მთავარ ენერგეტიკულ ცენტრს, რას ლაფანის ინდუსტრიულ ქალაქს სარაკეტო თავდასხმების შედეგად „ფართო ზიანი“ მიადგა. კატარის ოფიციალურმა პირებმა თავდასხმაში ირანი დაადანაშაულეს.

იტვირთბა....