მას შემდეგ, რაც ახლო აღმოსავლეთში ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე, მათ შორის კატარის მთავარ გაზის ობიექტზე ახალი დარტყმები განხორციელდა, დიდ ბრიტანეთში გაზის ფასები დილიდან 20 პროცენტზე მეტით გაიზარდა, – ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
მედიის ინფორმაციით, დიდ ბრიტანეთში გაზის ფასი ამჟამად 23 პროცენტით გაიზარდა და ერთ თერმზე 117 პენსს შეადგენს. ნავთობის ფასი კი დაახლოებით ხუთი პროცენტით გაიზარდა და ამჟამად ფასი ბარელზე 113 დოლარია.
ქვეყნის სახელმწიფო ენერგეტიკული კომპანიის განცხადებით, ირანის მიერ განხორციელებულმა ორმა დარტყმამ კატარის მთავარ გაზის ცენტრს „ფართომასშტაბიანი ზიანი“ მიაყენა.

