„დისკუსია ჩვენი მხრიდან არის ორიენტირებული გამოსავლის ძებნაზე და არა ერთმანეთისთვის იმის მტკიცებაზე, ვინ არის მართალი…
ამ ეტაპზე, ველოდებით კონკრეტულ ნაბიჯს ქართული ოცნების მხრიდან, თუ მათ სურთ, რომ განიმუხტოს ეს კრიზისი. თუ არ სურთ რომ განიმუხტოს და იგივე რიტორიკას გააგრძელებენ, გვექნება ერთპარტიული საბჭოთა პარლამენტი, თავისი ყველა გამომდინარე შედეგით, როგორც შიგნით, ისე გარეთ“.
სერგი კაპანაძე, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი
მისი თქმით, ფასილიტატორი ელჩების ჩართულობით, კელი დეგნანის რეზიდენციაში გამართული მოლაპარაკებების პირველ და მეორე ტურებზე დისკუსიის მთავარი მიზანი შექმნილი პოლიტიკური ვითარებიდან გამოსვლის ძებნაა.