ახალი ამბები მთავარი ციტატა

“ვერ ვსუნთქავ, ხელოვნური სუნთქვის აპარატი მჭირდება” – კორნელი კაკაჩია

„ძალიან მძიმედაა სიტუაცია, ვირუსი ვერ შეჩერდა, ვერ ვდგები, ჟანგბადის გარეშე ვერ ვსუნთქავ, ხელოვნური სუნთქვის აპარატი მჭირდება, შესაძლოა ყველაფერი ფატალურად დამთავრდეს, ჩემი სიცოცხლე რეალურად გადასხმებზეა დამოკიდებული, აქ ელემენტარული რაღაცეები არაა, თან ექიმები ნახევარი ცუდად გახდა, დედაჩემი უკეთ გახდა, ცოტა ხანში გაწერენ, რაც შეეხება ჩემს სიტუაციას თუ ხვალამდე არ გადამიყვანენ, შესაძლოა ბოლო ინტერვიუ იყოს.”

კორნელი კაკაჩია – “საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის” ხელმძღვანელი, ცნობილი პოლიტოლოგი.

ამის შესახებ მან “რეზონანსს” განუცხადა.

ცნობისათვის, კორნელი კაკაჩიას კორონავირუსი რამდენიმე დღის წინ დაუდასტურდა. იგი ზუგდიდში, რუხის საავადმოყოფოში გადის მკურნალობას და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

 

იტვირთბა....