ბათუმში, “ლელო საქართველოსთვის” წარმომადგენლებს ერთ-ერთ მშენებარე კორპუსთან თავს დაესხნენ. ისინი ახლდნენ მოქალაქეს, რომელსაც ამ სამშენებლო კომპანიასთან გარკვეული პრობლემა ჰქონდა.
“ლელოს” წევრების განცხადებით, სამშენებლო კომპანია “ქართული ოცნების” მაღალჩინოსანს, გიორგი მანველიძის ოჯახს ეკუთვნის, რომელიც აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრია და, ამასთან, “ოცნების” შტაბს ხელმძღვანელობს. მათივე თქმით, თავდამსხმელები გიორგი მანველიძის ოჯახის წევრები არიან.
“ლელოს” წარმომადგენლები, ამ წუთებში დაკითხვაზე იმყოფებიან.