მთავარი ციტატა

“პომპეოს გზავნილი მგლის თავზე სახარების კითხვა იყო იუსტიციის საბჭოსთვის”- ანა ნაცვლიშვილი

“პომპეოს გზავნილი მგლის თავზე სახარების კითხვა იყო იუსტიციის საბჭოსთვის, რომელიც ფორმალურად კი დამოუკიდებელია ხელისუფლებისგან, მაგრამ, ყველას შეგახსენებთ, რომ იქ ქართული ოცნების მიერ არჩეული ხუთი წევრია და მათ გარეშე ვერანაირი გადაწყვეტილება ვერ მიიღება დანიშვნებზე. ჰოდა, პომპეოს გზავნილის კვალდაკვალ, გუშინვე 36 ახალი მოსამართლე დანიშნეს!”

ანა ნაცვლიშვილი – “ლელოს” ლიდერი

ამის შესახებ ანა ნაცვლიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, “ოცნების” მიერ დანიშნული ყველა წევრი ერთის გამოკლებით [ნაზი ჯანეზაშვილი] კლანის ინტერესების მსახურია.

იუსტიციის უმაღლესი საბჭომ კენჭისყრის წესით 36 მოსამართლე თანამდებობაზე დანიშნა. მათგან ნაწილი სამწლიანი გამოსაცდელი ვადით განწესდა, ხოლო, ვისაც სასამართლოში მუშაობის სამ წელზე მეტი ხნის გამოცდილება აქვს, უვადოდ დაინიშნა.

 

იტვირთბა....