კორონავირუსის პანდემიის გამო, მთავრობა სავარაუდოდ, 24 ნოემბრიდან 7 დეკემბრამდე ლოქდაუნს გამოაცხადებს. ინფორმაციას სააგენტო “2020NEWS” ავრცელებს და ვარაუდობს, რომ საქართველოში კოვიდინფიცირების მაღალი მაჩვენებლის გამო, მთავრობა არჩევნების მეორე ტურის ჩატარების შემდეგ, ქვეყანას ჩაკეტავს.
შესაძლოა ლოქდაუნი 7 დეკემბრის შემდეგაც გახანგრძლივდეს. სამთავრობო კულუარებიდან გამოსული ინფორმაციის მიხედვით, საკითხზე გადაწყვეტილება საბოლოოდ მიღებული არ არის, თუმცა პირველადი ვერსიით ამ ვადებში მოხდება ქვეყნის ჩაკეტვა. მთავრობა 2-კვირიან ჩაკეტვას ამთხვევს კორონავირუსის გამოვლენის ვადებს.
აღსანიშნავია, რომ 21 ნოემბერს საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური 16 ოლქში გაიმართება, შესაბამისად, 24 ნოემბრამდე ცენტრალური საარჩევნო კომისია საბოლოო შედეგების გამოცხადებას მოასწრებს.
აღნიშნულ ინფორმაციას მთავრობაში ამ ტაპზე უარყოფენ.
წყარო: 2020NEWS