ახალი ამბები მსოფლიო

რუსეთმა ეგვიპტეში ჩამოვარდნილ რუსულ ლაინერს ტერორისტული აქტი უწოდა

რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა ეგვიპტეში რუსული ლაინერის A321-ის კატასტროფას ტერორისტული აქტი უწოდა.

“ერთმნიშვნელოვნად შეიძლება ითქვას, რომ ეს ტერორისტული აქტია, ამ დასკვნის გაკეთების საფუძველს ექსპერტიზა იძლევა, რომელმაც თვითმფრინავის ელემენტებსა და პირად ნივთებზე ასაფეთქებელი საშუალების კვალი აღმოაჩინა”-განაცხადა რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის უფროსმა ალექსანდრე ბორტნიკოვმა.
შეგახსენებთ, 31 ოქტომბერს რუსული ავიაკომპანია “კოგალიმავიას” ლაინერი Airbus А-321 სინაის ნახევარკუნძულზე, პროვინცია ჩრდილო სინაის მთიან რაიონში, ქალაქ ელ-არიშის სიახლოვეს ჩამოვარდა. ჩამოვარდნის შედეგად ბორტზე მყოფი 224 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 25 ბავშვი.

იტვირთბა....