OXFORD-ის უნივერსიტეტისა და კომპანია AstraZeneca-ს მიერ დამზადებულმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინამ დაადასტურა, რომ იგი გამოყენებისთვის უსაფრთხოა და იწვევს ისეთ იმუნურობას, როგორც ეს კვლევების პირველი ფაზის მიმდინარეობისას იქნა ნავარაუდები. როგორც ცნობილია, კვლევებში სულ 560 ადამიანი მონაწილეობდა, რომელთა მიერ პრეპარატის მიღების შემდეგ დადგინდა, რომ მათ უმრავლესობას, 99 %-ს გამოუვლინდა იმუნურობა კოვიდ 19-ის მიმართ.
ექსპერიმენტულ ცდებში ჩართული იყო სულ 560 ადამიანი, რომელთაგან 240-ზე მეტი 70 წლის ასაკისაა. ლაბორატორიულმა კვლევებმა დაადასტურა, რომ ექსპერიმენტში მონაწილეთაგან აბსოლუტურ უმრავლესობას, რომელთა ასაკი 18 წლიდან იწყებოდა, ვაქცინის მიღების შემდეგ გამოუვლინდა იმუნურობა კორონავირუსის წინააღმდეგ.
ზემოხსენებულ ვაქცინაზე მუშაობა და მისი შესწავლა ჯერ კიდევ მიმდინარეობს და დარჩენილია კვლევების მესამე ფაზა, რომლის შემდეგაც საბოლოოდ უნდა გაირკვეს მისი სანდოობა. გავრცელებული ინფორმაციით, უფრო დეტალური შედეგები ვაქცინის კვლევებისა უახლოესი კვირეების განმავლობაში გახდება ცნობილი.