სამოაში კორონავირუსის ინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ როგორც „გარდიანი“ წერს.
ქვეყნის პრემიერ-მინისტრის ინფორმაციით, ვირუსი ახალი ზელანდიიდან დაბრუნებულ მეზღვაურს დაუფიქსირდა, თავად ინფიცირებული ქვეყანაში შესვლის შემდეგ, იზოლაციაში იმყოფებოდა.
გამოცემის ცნობით, ქვეყანაში 17 მეზღვაური დაბრუნდა, მათთან ერთად, კიდევ 300-მდე მგზავრი იმყოფებოდა, რომელთა კონტაქტების დადგენაც ამჟამად მიმდინარეობს.