ახალი ამბები ინტერვიუ მთავარი პოლიტიკა

დაცულია თუ არა საქართველო ტერორიზმისგან?

ირაკლი სესიაშვილი “მეტრონომის” მარტივმა კითხვამ გააღიზიანა

მეტრონომა როდესაც კითხვით მიმართა, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავჯდომარეს ირაკლი სესიაშვილს, რამდენად დაცულია საქართველო ტორორიზმისგან და რამდენად ემუქრება ქვეყანას საფრთხე, რესპოდენტი გაგვიბრაზდა და გვიპასუხა, რომ  ამ კითხვაზე  ერთმნიშვნელოვან პასუხს ვერ გაგვცემდა, რადგან ამ კითხვის პასუხი არცერთი ქვეყნის არცერთ პრეზიდენტს არ აქვს. ირაკლი სესიაშვილმა გაიიოლა საქმე, კითხვა სათავისოდ შემოაბრუნა და თავისივე დასმულ კითხვაზე მარტივად იპოვა პასუხი.

ირაკლი სესიაშვილი: ამ კითხვაზე ერთმნიშვნელოვან პასუხს ვერ მოგცემთ ვერავინ. ვერც აშშ-ს პრეზიდენტი, ვერც გერმანიის პრეზიდენტი, და ვერც ისრაელის პრემიერ-მინისტრი.

ასე რომ, მთავარი კითხვა უნდა იყოს სხვანაირად დასმული და ამას მიაქციეთ ყურადღება, რამდენად იყენებს სახელმწიფო თავის შესაძლებლობების მაქსიმუმს, იმისათვის რომ მოახდიოს ტერორიზმის პრევენცია, გამოვლენა, და შესაბამისი ნაბიჯების გადადგმა ალბათ ასე უფრო ადეკვატური იქნებოდა ხომ?

ამ კითხვაზე (იგულისხმება მის მიერ ნაკარნახევი კითხვა) გიპასუხებთ, რომ რა თქმა უნდა, სახელმწიფო თავისი რესურსების ფარგლებში, თავის პარტნიორებთან თანამშრომლობის ფორმატში, აკეთებს თავის მაქსიმუმს და  ასეც გააგრძელებს მომავალში. მას შემდეგ, რაც ჩვენ რეფორმა განვახორციელეთ და გავყავით შინაგან საქმეთა სამინისტრო, მით უფრო მოლოდინი არის, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ეფექტურობა გაიზრდება.

მეტრონომი : ლევან იზორიამ გააკეთა განცხადება, რომ ისლამური პროპაგანდისტული გვერდები უნდა აიკრძალოს…

ირაკლი სესიაშვილი: მე  ვფიქრობ, რომ ჟურნალისტები ფრთხილად უნდა მოეკიდოთ ასეთი საკითხების ანალიზს. იმიტომ, რომ რიგ შემთხვევებში ყველაფერს აქვს თავისი მიზანი და საფუძველი.

“ჩვენ ყველაფრის აკრძალვაზე ვერ წავალთ, თუმცა უშიშროების სამსახურმა, კარგად იცის სად, როდის და როგორი, მოქმედებებია საჭირო.

ნუკი მჭედლიშვილი

 რედაქციისგან:  ბატონო ირაკლი, ჩვენს მიერ დასმულ კითხვაში, არ არის არანაირი ანალიზი (როგორც თქვენ აღნიშნავთ) და ამას ნებისმიერი მკითხველი აუცილებლად მიხვდება. რაც შეეხება ვალდებულებებს, როგორც საჯარო მოხელე, ვალდებული ბრძანდებით ჟურნალისტების კითხვას პასუხი გასცეთ, ან არ გასცეთ. გთხოვთ, კარგად გაითავისოთ, რომ გაქვთ თმენის ვალდებულება და ხელფასს გიხდიან იმ საზოგადოების წევრები, რომლებსაც ჩვენს მიერ დასმულ კითხვაზე, პასუხი თქვენგან და ყველა იმ პერსონისგან აინტერესებს ვის ხელშიც არის დღეს ქვეყნის მართვის სადავეები. ამასთან, მოგმართავთ თხოვნით, რომ ჟურნალისტებთან საუბრის დროს, აკადემიურობა უფრო მეტად გამოიჩინოთ.

იტვირთბა....