ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

“COVID-19-ის წინააღმდეგ საბოლოო შედეგებით, “ფაიზერის” ვაქცინა ეფექტიანია” – CNN

CNN-ის ცნობით, “ფაიზერის” მიერ შექმნილი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა დაავადების პრევენციას 95%-ით ახდენს.

როგორც CNN წერს, პრეპარატს კარგი შედეგი აქვს ასევე 65 და უფროსი ასაკის მოსახლეობაში, აღნიშნულ ასაკობრივ კატეგორიაში მისი ეფექტიანობა 94%-ით შეფასდა.

არსებული ინფორმაციით, ვაქცინას სერიოზული გვერდით ეფექტები არ გააჩნია.

CNN აცხადებს, რომ დამტკიცების შემთხვევაში 2020 წლის ბოლომდე ვაქცინის 50 მილიონი დოზა იქნება ხელმისაწვდომი, 2021 წლისთვის კი მონაცემი 1.3 მილიარდამდე გაიზრდება.

იტვირთბა....