მთავარი ციტატა

“კობახიძე ფეხებს აბაკუნებდა იმის ნაცვლად, რომ ადეკვატურ განცხადებებს ვისმენდეთ”- ელისაშვილი

“ჩვენ ჩვენი მხრიდან ვუთხარით, როგორ წარმოგვიდგენია პრობლემის მოგვარება. ჩვენი პოზიცია დავაფიქსირეთ ჩვენი არგუმენტებით. მაგრამ არანაირი კომპრომისები მოგვისმენია ქართული ოცნებისგან. ირაკლი კობახიძე ფეხებს აბაკუნებდა იმის ნაცვლად, რომ ვისმენდეთ ადეკვატურ გონივრულ განცხადებებს.”

ალეკო ელისაშვილი – პარტია “მოქალაქეების” ლიდერი

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ფილიპ რიკერი ოპოზიციური პარტიების ლიდერებს შეხვდა, სადაც არჩევნების საკითხზე იმსჯელეს. 

ცნობისათვის, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო ვიზიტით საქართველოში იმყოფება. პომპეომ უკვე გამართა შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტთან და პრემიერ-მინისტრთან.  ასევე, სახელმწიფო მდივანი შეხვდა საქართველოს პატრიარქს ილია მეორეს. ამასთან, მაიკ პომპეო არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსაც შეხვდა.

იტვირთბა....