აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო, რომელიც საქართველში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრებთან დაკავშორებით twitter-ზე პოსტს აქვეყნებს.
როგორც პომპეო წერს, შეხვედრაზე რუსულ ოკუპაციასთან ერთად, სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩატარების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
“მოხარული ვარ პრემიერმინისტრ გიორგი გახარიასთან და საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან შეხვედრის გამო, სადაც სამართლიანი, თავისუფალი და გამჭვირვალე არჩევნების ჩატარების მნიშვნელობაზე ვისაუბრეთ საქართველოში. მე კიდევ ერთხელ დავადასტურე აშშ-ის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის მიმართ, რუსული ოკუპაციის საპასუხოდ”, – წერს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი.
ცნობისათვის, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო ვიზიტით საქართველოში იმყოფება. პომპეომ უკვე გამართა შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტთან და პრემიერ-მინისტრთან. ასევე, სახელმწიფო მდივანი შეხვდა საქართველოს პატრიარქს ილია მეორეს. ამასთან, მაიკ პომპეო არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსაც შეხვდა.