ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“მაგას ხო არ ძმარავს ცოტა?!” – გიგი უგულავა ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმაურება

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, გიგი უგულავა “მთავარი არხის” ეთერში, მმართველი პარტიის წევრის, ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმაურება.

როგორც უგულავა აღნიშნავს, “თუ დებატი უნდა და მაღალი წარმომადგენლობა – მოვიდეს ივანიშვილი.”

“კობახიძემ სადღაც წამოწოლილმა ეთერში ესე გააკეთა, მე ეხლა დებატი მინდა და აბა ბიჭებო დებატი იქნება, ეგრე ელაპარაკოს თავისნაირებს, სადაც გაუვა. ჯერ დავიწყოთ, ვინ არის კობახიძე? ღლაპი, რომელიც ყველაზე უფრო დაუჯერებელ სისულელეებს ლაპარაკობს, ან ალაპარაკებენ, მაგ პარტიას ხო ჰყავს თავმჯდომარე?- ივანიშვილი. თუ დებატი უნდა და მაღალი წარმომადგენლობა – მოვიდეს. ამ ოლიგარქს კიდე ჰყავს რამდენიმე პაჟი, მათ შორის ერთ ერთია პრემიერმინისტრი, რომელიც როგორც მენეჯერი უკვე ვნახეთ რაც იყო, ბოლომდე ჩააფლავა კოვიდთან ბრძოლა, ახლა მოვიდეს როგორც პოლიტიკოსი და დაჯდეს.

არის წინაპირობები, რომლებიც უნდა შესრულდეს. მოინდომა ბიჭმა ახლობელ ტელევიზიაში  და გავარჩიოთ საქმე, მაგას ხო არ ძმარავს ცოტა?! …იყოს” – განაცხადა უგულავამ.

ცნობისთვის, ირაკლი კობახიძემ ოპოზიციას დებატები 16 ნოემბერს შესთავაზა.

იტვირთბა....