ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ოპოზიციურ პარტიებს მიმართავს

საქართველოს შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე ისაუბრეს:

“ჩვენ ხელს ვუწყობთ იმას, რომ ოპოზიციამ ცვლილებისთვის პარლამენტიდან იბრძოლოს და ბოიკოტი აღარ გამოაცხადოს. თქვენ ამომრჩეველმა იმისთვის აგირჩიათ, რომ შეხვიდეთ პარლამენტში და იქ განახორციელოთ ცვლილებები.

გასულ ზაფხულს საქართველოში განახორციელდა საკონსტიტუციო ცვლილებები, რის შედეგადაც უფრო პროპორციული საარჩევნო სისტემა მიიღეს და ამ საარჩევნო სისტემამ, იმ ახალმა სისტემამ, ფაქტობრივად, იმუშავა. მათ დღეს მეტად მრავალფეროვანი პარლამენტი აქვთ, ვიდრე აქამდე, სადაც ცხრა პარტიაა წარმოდგენილი, რომლებიც ბევრად უფრო მრავალფეროვან პერსპექტივებსა და შეხედულებებს წარმოადგენენ, ამასთან, საარჩევნო ცვლილებების შედეგად პარლამენტში უფრო მეტი ქალია.

ოპოზიციის მხრიდან ბოიკოტის გამოცხადება, იგივეა, რაც უკვე ნანახი ფილმის ხელახლა ნახვა. ჩვენ მოვუწოდებთ მათ, შევიდნენ პარლამენტში, განახორციელონ საარჩევნო ცვლილებები, რომლის საფუძველზეც შემდეგი არჩევნები უკეთესი იქნება და ჩვენ აღარ ვნახავთ იგივე დარღვევების განმეორებას” – აცხადებენ სახელმწიფო დეპარტამენტში.

იტვირთბა....