„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანი ოპოზიციის ლიდერებს კლასიკურ დებატებს სთავაზობს, რათა სიმართლე დადგინდეს. ამის შესახებ კობახიძემ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, საჭიროა სერიოზული დებატები და არა შოუ.
“ჩვენ ოპოზიციას ვთავაზობთ კლასიკურ დებატებს და არა შოუს. ჩვენ ვთავაზობთ მარტივ დებატებს კონკრეტულ ტელევიზიაში, გამომდინარე იქიდან, რომ შემოთავაზება გაჟღერდა „რუსთავი 2“-ზე, მზად ვართ, მათ მივანიჭოთ ერთგვარი ექსკლუზივი დებატების ორგანიზების. შეგვიძლია დავსხდეთ კონკრეტულ ტელევიზიაში და მშვიდ გარემოში ერთად გავცვალოთ არგუმენტები იმასთან დაკავშირებით, რამდენად იყო რაიმე არსებითი ხარვეზები გამოვლენილი არჩევნებში. თუ მათ არ აქვთ შიში სიმართლის მიმართ, ასეთ შემთხვევაში უნდა დათანხმდნენ კლასიკურ დებატებს და ესაა ჩვენი შეთავაზება,”- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
შეგახსენებთ, ოპოზიციური პარტიები საპარლამენტო არჩევნების შედეგების ლეგიტიმურობას არ ცნობენ და საკანონმდებლო ორგანოში შესვლაზე უარს აცხადებენ. უარს ამბობენ მეორე ტურში მონაწილეობაზეც, რომელიც 21 ნოემბერს ჩატარდება.