ქუთაისში ძლიერი ხანძარი იყო. ცეცხლი საცხოვრებელ სახლს გაუჩნდა.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო სამსახურის ხუთი ბრიგადა.
ამ დროისთვის ცეცხლი მთლიანად ლოკალიზებულია. რაც შეეხება ხანძრის გამომწვევ მიზეზს, ამ დროისთვის უცნობია, თუმცა გამოძიება ამ მიმართულებით უკვე მუშაობს.