აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს და საქართველოს კათოლიკოს პატრირქის, ილია მეორის შეხვედრის შემდეგ საპატრიარქოში ბრიფინგი დაინიშნა, თუმცა, მემდეგ, როგორც ცნობილი გახდა, ბრიფინგი ჩაიშალა. საპატრიარქოს განცხადებით, ინფორმაციას მოგვაინებით პრეს-რელიზის სახით გაავრცელებენ.
როგორც ირკვევა, დღეს საპატრიარქოს თანამშრომელს კორონავირუსი დაუდგინდა. ინფიცირებულია საპატრიარქოს ტელევიზიის ოპერატორი. გავრცელებული ინფორმაციით, ვირუსი დაუდასტურდა ჟურნალისტსაც.
ცნობისათვის, დღეს აშშ-ს სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო საქართველოში ვიზიტით იმყოფებოდა.