“[ოპოზიციასთან] შეხვედრა რომ ყოფილიყო, ამას გამოვიყენებდით, მაგრამ ამ შეხვედრის გარეშეც ძალიან მკაფიო იყო სახელმწიფო მდივნის გზავნილი სამართლიანი არჩევნების მნიშვნელობაზე, საჯაროდ რაც ჩაითვალა საჭიროდ.”
გიგა ბოკერია – “ევროპული საქართველოს” ლიდერი
ამის შესახებ ბოკერიამ ჟურნალისტებტან განაცხადა.
ცნობისათვის, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო ვიზიტით საქართველოში იმყოფება. პომპეომ უკვე გამართა შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტთან და პრემიერ-მინისტრთან. ასევე, სახელმწიფო მდივანი შეხვდა საქართველოს პატრიარქს ილია მეორეს. ამასთან, მაიკ პომპეო არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსაც შეხვდა.