ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

პომპეოს ვიზიტი საპროტესტო აქციის ფონზე – რუსთაველის გამზირზე ცოცხალი ჯაჭვისთვის ემზადებიან

თბილისიში აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, მაიკ პომპეოს საპროტესტო აქციით ხვდებიან. აქციის მონაწილეები რუსთაველის გამზირზე ცოცხალი ჯაჭვისთვის ემზადებიან.

სტიკერები, რომელზეც რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი არიან გამოსახულნი, რუსთაველის გამზირიდან ფილარმონიამდეა დაკრული. აქციის მონაწილეების თქმით, მაიკ პომპეომ უნდა გაიგოს, რომ “ივანიშვილმა არჩევნები მიიტაცა.”

ცნობისთვის აშშ-ის სახელმწიფო მდივანი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს უკვე შეხვდა. ამ წუთებში კი ის პრემიერ-მინისტრს ხვდება.

იტვირთბა....