ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ადამიანს, ვინც გადაიტანა კოვიდი, ნუ იქნება ძალიან გახარებული, რომ კოვიდი დაამარცხა და ყველაფერი კარგად არის” – ფხაკაძის მიმართვა მოსახლეობას

ადამიანს, ვინც გადაიტანა კოვიდი, ნუ იქნება ძალიან გახარებული, რომ კოვიდი დაამარცხა და ყველაფერი კარგად არის. ფრთხილად იყავით, განსაკუთრებით კოვიდიდან პირველი თვე – ამის შესახებ, პროფესორმა, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტმა, გიორგი ფხაკაძემ “რუსთავი 2” – ის ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, ვირუსმა შესაძლოა დატოვოს ადამიანში გვერდითი ეფექტები, როგორიცაა გაფანტულობა და პრობლემები მახსოვრობასთან.

„ადამიანს, ვინც გადაიტანა კოვიდი, ნუ იქნება ძალიან გახარებული, რომ კოვიდი დაამარცხა და ყველაფერი კარგად არის. ფრთხილად იყავით, განსაკუთრებით კოვიდიდან – პირველი თვე ნუ დაისტრესავთ ორგანიზმს, ნუ გადაიტვირთებით, სწორად იკვებეთ და სუფთა ჰაერზე იარეთ მინიმუმ, 30 წუთის განმავლობაში.

ახლა ნუ გადატვირთავთ სამედიცინო დაწესებულებებს, მაგრამ ყველაფერი რომ გადაივლის, მთლიანი გამოკვლევები ჩაიტაროთ. სამწუხაროდ, კვლევები წამოვიდა, რომ ძირითადად გვაქვს გვერდითი ეფექტები. ჩვენ დავინახეთ, რომ მენტალურ დაავადებასთან არის დაკავშირებული, შეიძლება იყოს გაფანტულობა, პრობლემები მახსოვრობასთან, შეიძლება იყოს უფრო მარტივი ფორმები, ან უფრო მძიმე,” – განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.

იტვირთბა....