ევროპის საბჭოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა განცხადება, სადაც ნათქვამია,რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების ფონზე, საჭიროა “დემოკრატიული იმპულსის” შენარჩუნება. ევროკავშირი საქართველოში ყველა პოლიტიკურ ძალას მოუწოდებს, უზრუნველყოს თავისუფალი და პლურალისტული მედია და პოლიტიკური გარემო.
“2016 წლის საპარლამენტო არჩევნების ფონზე, საჭიროა “დემოკრატიული იმპულსის” შენარჩუნება. ევროკავშირი მოუწოდებს “საქართველოში ყველა პოლიტიკურ ძალას, უზრუნველყოს თავისუფალი და პლურალისტული მედია და პოლიტიკური გარემო”, რაც დემოკრატიული არჩევნების ჩატარების წინაპირობაა და თავი შეიკავონ ისეთი ნაბიჯებისგან თუ განცხადებებისგან, რომელიც დაძაბულობას გაზრდის და პოლარიზებას შეუწყობს ხელს.” – ნათქვამია განცხადებაში, რომელიც საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს რიგით მეორე სხდომის შემდეგ გამოქვეყნდა.