“Macquarie“ ბანკის ანალიტიკოსის ნიზამ იდრისმას შეფასებით, პარიზის ტერაქტის შემდეგ ევროს კურსი დაეცა.
„13 ნოემბერს პარიზში მომხდარმა ტერაქტებმა სარისკო აქტივებიდან სახსრების გადინება გამოიწვია, რომელსაც ამ შემთხვევაში, ევროც მიეკუთვნება. ევროპის ცენტრალური ბანკის მხრიდან დაბალი საპროცენტო განაკვეთების მხრივ, ევრო ძალიან მყარი ვალუტაა, თუმცა როდესაც მოვლენები უშუალოდ ევროზონაში ხდება, ვალუტა უფასურდება“, – განაცხადა ბანკის ანალიტიკოსმა.
„ბლუმბერგის“ ინფორმაციით კი, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად ერთი ევროს კურსმა დოლართან მიმართებაში 1,0687 დოლარი შეადგინა და თითქმის მიუახლოვდა ექვსთვიან მინიმუმს, რომელიც 10 ნოემბერს დაფიქსირდა (1,0675 დოლარი).
შედარებით მოიმატა ევროს ფასმა იენთან მიმართებაში – ერთი ევროს ღირებულებამ დღეს დილით 131,33 იენი, ერთი დოლარის ფასმა კი 122,45 იენი შეადგინა.
შეგახსენებთ, 13 ნოემბერს პარიზში მომხდარი ტერაქტს, ბოლო მონაცემებით, 129 ადამიანი შეეწირა, 352 კი – დაჭრილია.