„ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცით, რამდენად ეფექტურია Covid-19-ის ვაქცინა მაღალ ასაკობრივ ჯგუფებში, რომელთა კორონავირუსით სიკვდილიანობის რისკი უფრო მაღალია.
ამასთანავე, მედიასაშუალება აღნიშნავს, რომ ჯერ ძალიან ადრეა იმის დასადგენად, რამდენად უსაფრთხოა ვაქცინა.
თუმცა,როგორც BBC-ის Moderna CMO Tal Zaks-ის წარმომადგენლებმა განუცხადეს, ჩანს, რომ ვაქცინა ძალას ასაკთან ერთად არ კარგავს.
„ვაქცინა მუშაობს და კარგ იმუნურ პასუხს იძლევა“. – განაცხადა პროფესორმა პიტერ ოფენსოუმ.
ამერიკულმა კომპანია MODERNA-მ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა შექმნა, რომელმაც 95%-იანი ეფექტიანობა აჩვენა. პაციენტებს მოკლევადიანი დაღლილობა, თავის და სხვა ტკივილები აღენიშნათ.