ამერიკული კომპანია “მოდერნამ” კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა შექმნა, რომელმაც 95%-იანი ეფექტიანობა აჩვენა. ამის შესახებ “ბიბისი” წერს.
ამ კომპანიის მიერ შექმნილი ვაქცინის ეფექტიანობა კიდევ ერთი კომპანიის, “ფაიზერის” მიერ ნაჩვენები მონაცემის მსგავსია, რასაც 90%-იანი ეფექტიანობა ჰქონდა.
როგორც “მოდერნაში” აცხადებენ, ვაქცინის რეგისტრაციასა და მის გამოყენებას მომდევნო რამდენიმე კვირაში გეგმავენ.
გამოცემის ინფორმაციით, ვაქცინის კლინიკურ გამოცდაში 30 000 ადამიანი მონაწილეობდა, რომელთა ნახევარმა ვაქცინის 2 დოზა მიიღო 4 კვირის შუალედით, დანარჩენმა მხოლოდ პლაცებო ნივთიერება.
ანალიზი დაფუძნებულია იმაზე, რომ 95 ადამიანს განუვითარდა კორონავირუსი, მათგან მხოლოდ 5-ს ჰქონდა მიღებული ვაქცინა, 90-ს კი პლაცებო ნივთიერება. კომპანია “მოდერნა” აცხადებს, რომ ამით ვაქცინას აქვს 94,5%-იანი დაცვა.
კვლევაში მონაწილე პირებს შორის 11-ს ვირუსის მწვავე სიმპტომები ჰქონდა, მათგან იმუნიზაცია არცერთს ქონდა გავლილი.