ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

სერგი კაპანაძე: გადავწყვიტეთ, არჩევნების მეორე ტურიდან გამოვიხმოთ ჩვენი კომისიის წევრები

„გადავწყვიტეთ, იმ 17 ოლქში, სადაც მეორე ტური ტარდება, გამოვიხმოთ ჩვენი კომისიის წევრები“, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სერგი კაპანაძემ განაცხადა.

მისი განმარტებით, აღნიშნულის მიზანი ისაა, რომ არჩევნები თავიდან ბოლომდე იყოს არალეგიტიმური.

„ევროპული საქართველო“ არ აპირებს პარლამენტში შესვლას და მეორე ტურში მონაწილეობის მიღებას. აქედან გამომდინარე, ჩვენ გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ იმ 17 ოლქში, სადაც მეორე ტური ტარდება, გამოვიხმოთ ჩვენი კომისიის წევრები, ჯამში 1 922 კომისიის წევრი აღარ იქნება კომისიებში მეორე ტურის დროს. ამას ვაკეთებთ იმის გამო, რომ არა მარტო პარლამენტში დარჩეს მარტო „ქართული ოცნება“, არამედ „ქართული ოცნების“ საარჩევნო კომისიის წევრებიც მარტო იყვნენ მეორე ტურის დროს და რაც უნდათ ის გადაწერონ, რაც უნდათ ის გააყალბონ. ჩვენი წარმომადგენლები იქ არ იქნებიან. ეს ნაბიჯი იმისკენ არის გადადგმული, რომ ეს არჩევნები თავიდან ბოლომდე იყოს არალეგიტიმური. „ქართულ ოცნებას“ მარტო მოუწევს ე.წ. მეორე ტურების ფორმალურად ჩატარება“, – განაცხადა კაპანაძემ.

ინფორმაციისთვის, საქართველოში საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური 21 ნოემბერსაა დაგეგმილი.

იტვირთბა....