The New York Times-ის ინფორმაციით, ამერიკულმა საჰაერო ძალებმა, 16 ნოემბერს, სირიაში იერიში მიიტანა იმ ავტოტრანსპორტზე, რომლებსაც ტერორისტული დაჯგუფება “ისლამური სახელმწიფო”, ნავთობის გადაზიდისათვის იყენებს. ავიაიერიშების შედეგად, 295 სატრანსპორტო ცისტერნიდან, 116 ცისტერნაა განადგურებული.
აქამდე, აშშ ცისტერნების აფეთქებისგან თავს იკავებდა, რათა უდანაშაულო მოქალაქეები არ დაზარალებულიყვენ. უპილოტო მოწყობილობების საშუალებით მიღებული ინფორმაციის თანახმად, “ისლამური სახემლწიფო”, ათასამდე სატრანსპორტო საშუალებას იყენებს ნავთობის ტრანსპორტირებისათვის.
აშშ-ს შეფასებით, “ისლამური სახელმწიფო”, ნავთობის ექსპორტიდან, ყოველთვიურად 40 მილიონ აშშ დოლარს იღებს. ტერორისტების ეკონომიკური ინფრასტრუქტურის გასანადგურებლად, ვაშინგტონი ახალ ოპერაციას იწყებს.