“დიდი ოცეულის” სამიტის პრესკონფერენციაზე აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ
ტერორისტული დაჯგუფება “ისლამურ სახელმწიფოს” ბოროტების სახე უწოდა და განაცხადა, რომ წამყვანი ქვეყნები ერთიან პოზიციაზე არიან, რომ ეს ორგანიზაცია განადგურდეს.
სირიის საკითხზე მოლაპარაკებების დროს გარკვეული პროგრესი მიღწეულია, მაგრამ ჯერ კიდევ არსებობს უთანხმოება პრეზიდენტ ბაშარ ასადის მომავალ ბედთან დაკავშირებით.
“ამჟამად “ისლამური სახელმწიფო” სირიის სულ უფრო ნაკლებ ტერიტორიას აკონტროლებს. დღევანდელი მონაცემებით, საერთაშორისო კოალიციამ 8 ათასი დარტყმა განახორციელლა. ჩვენ ვაგრძელებთ ამ დაჯგუფების შევიწროებას. ერაყში ჩვენ უკვე გავათავისუფლეთ სინჯარის რეგიონი”, – განაცხადა აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ.