ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“არ მჯერა, რომ ეს მარტომ გააკეთა, არ მჯერა, რომ სადმე წავიდოდა, დიდი ალბათობით აქ არის და გამოსავალს ეძებს” – ბადრი ესებუას მეგობარი

როცა ამბობენ, ბადრის ამის გაკეთების ფიზიკური შესაძლებლობა არ ჰქონდაო, მეღიმება. ჩანს, ამის მთქმელი მას მხოლოდ ოჯახურ გარემოში იცნობდა – ამის შესახებ, ზუგდიდში “საქართველოს ბანკზე” თავდასხმაში ბრალდებული ბადრი ესებუას მეგობარი აცხადებს.

მისივე თქმით, ის შეიარაღებულ ძალებში ესებუასთან ერთად მსახურობდა.

აღნიშნულ ინტერვიუს “კვირის პალიტრა” აქვეყნებს.

“როცა ამბობენ, ბადრის ამის გაკეთების ფიზიკური შესაძლებლობა არ ჰქონდაო, მეღიმება. ჩანს, ამის მთქმელი მას მხოლოდ ოჯახურ გარემოში იცნობდა, ან იმ სიტუაციაში უნახავს, სადაც მას თავისი უნარ-ჩვევების წარმოჩენა არ სჭირდებოდა. ბადრი ფიზიკურად ძალიან ძლიერია, სწრაფი, მოქნილი. მგონი, ყველაზე სწრაფად ის შლიდა და აწყობდა იარაღს. რაც მთავარია, გაბედული იყო. წვრთნების დროს 40-დან 40-ვე ტყვიას მიზანს ზუსტად ახვედრებდა. თეორიაშიც ძალიან ძლიერი იყო, ნიჭიერია, გონიერი.

სხვა საქმეა, რამ გააკეთებინა ბადრის ეს, ვალმა თუ სხვა მიზეზებმაც. დღეს ყოველი მეორე თამაშობს… ჯანმრთელობის პრობლემების გამო ბანკიდან მოუწია ვალის აღებამ, შემდეგ პროცენტები ვერ გადაიხადა… ჯანმრთელობა შერყეული ჰქონდა და ზუგდიდის ექიმებმა ქუთაისში გაწერეს, იქიდან კი თბილისში გაუშვეს. ოჯახი, რა თქმა უნდა, პატრონობდა, თუმცა შეიძლება თავის ფინანსურ პრობლემებზე ყველაფერს არც ამხელდა.

არ მჯერა, რომ ეს მარტომ გააკეთა, აუცილებლად ეყოლებოდა თანამზრახველი, იქნებ ორიც, მაგრამ იმის თქმა, ამხელა რისკზე როგორ წავიდოდაო, გულუბრყვილობაა. შეიძლება იმიტომაც ვერ იჯერებენ, რომ ბადრი წესიერი, მშრომელი ოჯახიდანაა.

არ მჯერა, რომ სადმე წავიდოდა, დიდი ალბათობით აქ არის და გამოსავალს ეძებს”, – განაცხადა ესებუას მეგობარმა.

შეგახსენებთ, 21 ოქტომბერს, ზუგდიდში საქართველოს ბანკის ერთ-ერთ ფილიალში შეიარაღებული მამაკაცი შეიჭრა, რომელმაც ფულის სანაცვლოდ 43 ადამიანი მძევლად მძევლები აიყვანა. ის ვერტმფრენს, უსაფრთხოების კორიდორსა და 500 000 დოლარს ითხოვდა, წინააღმდეგ შემთხვევაში მძევლების დახოცვით იმუქრებოდა. გვიან ღამით გამტაცებელმა სამ მძევალთან და 500 000 დოლართან ერთად დატოვა შენობა. სამივე მძევალი მან გამთენიისას გაათავისუფლა და მიიმალა.

იტვირთბა....