ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო კორონავირუსით გარდაცვლილ ხუთ პაციენტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აჭარაში კორონავირუსით გასული დღე-ღამის განმავლობაში ხუთი პაციენტი გარდაიცვალა. მათი ასაკი 47-დან 82-წლამდეა.

„რეფერალურ საავადმყოფოში გარდაიცვალა 73 წლის მამაკაცი, მედცენტრში მკურნალობდნენ 78 წლის ქალი და 47 წლის ქალი, ბათუმის სამედიცინო ცენტრში გარდაიცვალა 70 წლის ქალი, ხოლო 82 წლის მამაკაცი ბათუმის სამედიცინო ცენტრში მკურნალობდა“, – აცხადებენ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში.

გასული დღე-ღამის განმავლობაში აჭარაში „კოვიდ 19“-ით ინფიცირების 516 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა 331 პირი.

საერთო ჯამში ინფიცირების აქტიური შემთხვევების რაოდენობამ აჭარაში 6 525-ს მიაღწია, სულ კი რეგიონში „კოვიდ-19“ 12 193-მა პირმა დაამარცხა.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 3 157 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3 230 პაციენტი, ხოლო გარდაიცვალა 30.

იტვირთბა....