„ძალიან ბევრი ადამიანი მეკითხება 23 წლის გოგონას თამარ ბაჩალიაშვილის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით თუ რა ეტაპზეა ე/წ “ობიექტური” გამოძიება, რომელიც ელოდებოდა გაყალბებულ არჩევნებში დღევანდელი ხელისუფლების ე/წ “გამარჯვებას”. ჩვენ არ გავჩერებულვართ და არც გავჩერდებით, ვინც არ უნდა იყოს ხელისუფლებაში. ვფიცავ თამარის წინაშე ჩემი სიცოცხლის საპირწონედ ამ საქმეს მივიყვან ბოლომდე და ბევრ სიახლეს ელოდოს გამოძიება, რაზეც მოუწევს პასუხის გაცემა.“
მიხეილ რამიშვილი – გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკავი.
სოციალური ქსელი.
შეგახსენებთ, რომ 23 წლის პროგრამისტი, თამარ ბაჩალიაშვილი 5-დღიანი ძებნის შემდეგ, 22 ივლისს თეთრიწყაროს სოფელ მაწევანის ტყეში გარდაცვლილი იპოვეს.