ბათუმში ოპოზიციის მიერ გამართული საპროტესტო აქცია “ლელოს” წევრებმა და ლიდერებმა დატოვეს. “ლელოს” პრესსამსახურის ინფორმაციით, პარტია არ მიიღებს მონაწილეობას კონკრეტული ოპოზიციური ძალის პარტიულ მიტინგში, თუმცა ლელო არ ტოვებს ოპოზიციურ ერთობას, არ ანებებს თავს ბრძოლას და იქნება საერთო ოპოზიციური ბრძოლის ავანგარდში.
ბათუმის აქციაზე დემონსტრანტების ნაწილს ეჭირა ბანერები წარწერებით “მიშა, ჩამოდი”, “მიშა, დაბრუნდი”. ბათუმის საპროტესტო აქციაზე ერთიანი ნაციონალური მოძროაბის ერთერთმა წევრმა, გიორგი ბარამიძის გამოსვლიასას თქვა, რომ მიშა უნდა ჩამოვიდეს. აქციაზე ასევე ისმოდა შეძახილები “მიშა, ჩამოდი”.