ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

“წინააღმდეგ შემთხვევაში ვაქცინა გამოყენებისათვის უვარგისი ხდება” – Bloomberg-ი Pfizer-ის ვაქცინის შესახებ წერს

Bloomberg-ის ინფორმაციით, Pfizer და BioNTech ვაქცინას გააჩნია ნაკლოვანებები, რომლებმაც შესაძლებელია მისი ხელმისაწვდომობა მდიდარი ქვეყნებისთვისაც კი შეზღუდოს. კერძოდ, მისი ტრანსპორტირება საჭიროებს ძვირადღირებული გამაგრილებელი ინფრასტრუქტურის შექმნას, რაც უზრუნველყოფს Pfizer და BioNTech ვაქცინის ზედმიწევნით დაბალ ტემპერატურაზე შენახვასა და ტრანსპორტირებას. ეს კი შეიძლება გახდეს სერიოზული დაბრკოლება მისი გაყიდვისთვის იმ ქვეყნებში, სადაც ვერ შეძლებენ შესაბამისი ინფრასტრუქტურის უზრუნველყოფას.

ვაქცინის გამოცდის მესამე ეტაპის წარმატებული გავლის შესახებ კომპანიებმა განცხადება 9 ნოემბერს გააკეთეს. ვაქცინის შესანახად საჭიროა ტემპერატურა მინუს 70 გრადუსი ცელსიუსით.

გალღობის შემდეგ ადამიანს ის უნდა შეუყვანონ 5 დღის განმავლობაში, წინააღმდეგ შემთხვევაში ვაქცინა გამოყენებისათვის უვარგისი ხდება. იმუნიტეტის წარმატებული ფორმირებისათვის თითოეულ პაციენტს უნდა გაუკეთდეს ორი ინექცია.

Bloomberg-ის მიერ გამოკითხული ექსპერტების აზრით, ეს მომენტი ქმნის მთელ რიგ პოტენციურ პრობლემებს. ვაქცინის წარმოება ძვირადღირებულია, მისი კომპონენტები არასტაბილურია, ტრანსპორტირება მოითხოვს ძალიან დაბალ ტემპერატურას, გალღობის შემდეგ დიდ ხანს არ ინახება.

ვაშინგტონის უნივერსიტეტის ვაქცინების სპეციალისტის მაიკლ კინჩის თქმით – „ექსტრემალურად დაბალი ტემპერატურის შენარჩუნების მოთხოვნამ, შეიძლება გამოიწვიოს დიდი რაოდენობით ვაქცინის გაფუჭება“.

ქვეყნებმა, რომლებმაც გააფორმეს კონტრაქტი Pfizer​-ის ვაქცინის მოწოდებაზე, იძულებულები არიან შექმნან ძვირადღირებული ინფრასტრუქტურა მისი ტრანსპორტირების, შენახვისა და გალღობისათვის. ამასთან ისეთი სისტემების შექმნა, რომელიც მოწოდებულია სამედიცინო პროდუქციის ღრმა გაყინვისთვისნულიდანაა დასაწყები.

ამას გარდა, თუ ცალკეული ქვეყნები მაინც შექმნიან ძვირადღირებულ ინფრასტრუქტურას აეროპორტებში და საწყობებს შენახვისათვის, რჩება კითხვა ე.წ. ბოლო მილისთვის- როდესაც საუბარია ბოლო რგოლზე – კონკრეტული პაციენტისთვის ვაქცინის მიწოდებაზე. განსაკუთრებით თუ საუბარია ძნელადმისაღწევ რაიონებზე.

„ქვეყნებს მოუწევთ გადაწყვიტონ საკითხი, რამდენად არიან მზად ამგვარი დანახარჯებისთვის, თუ დაელოდებიან იმ ვაქცინების გამოცდას, რომლის შენახვაც შესაძლებელი იქნება მინუს 20 გრადუსზე“- აღნიშნავს Bloomberg.

წყარო: “პრაიმტაიმი.”

იტვირთბა....