ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“სააკაშვილმა მიიღო ქართველი ხალხის ვერდიქტი და ბიძინა ივანიშვილო, შენ ვინ მიგდიხარ, რომ არ მიიღო ეს ვერდიქტი” – გიორგი ბარამიძე

“პრეზიდენტმა, სააკაშვილმა მიიღო ქართველი ხალხის ვერდიქტი და ბიძინა ივანიშვილო, შენ ვინ მიგდიხარ, რომ არ მიიღო ეს ვერდიქტი,” – ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ბარამიძემ აჭარის მთავრობის სახლთან ოპოზიციისა და მათი მხარდამჭერების მიერ ორგანიზებულ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე განცხადებით, ქართველმა ხალხმა 31 ოქტომბერს ბიძინა ივანიშვილს ვერდიქტი გამოუტანა, თუმცა იგი ამას არ ეგუება.

“2012 წელს, როდესაც ქართველმა ხალხმა გარკვეული ობიექტური მიზეზების გამო, რაზეც შეიძლება უკმაყოფილო ყოფილიყო, მაგრამ შეთითხნილი, კრემლში დადგმული პიარ-სპეცოპერაციის გამო, რომლითაც გადარიეს ხალხი, ცოცხები და რა არ მოიგონეს ჩვენს ხელისუფლებაზე, პრეზიდენტ სააკაშვილზე, ბოლოს კი 10 თვის ბავშვის სიკვდილიც წინა ღამით გამოიყენეს, მე არ მინდა მათსავით დავეცე და ვთქვა, ფაქტია ბავშვი ვიღაცამ მოკლა, ეს ხელისუფლებაში მოსასვლელად კარგად გამოიყენეს. ეგზიტპოლი რამდენიმე წუთის გამოცხადებული იყო და პრეზიდენტმა სააკაშვილმა მიიღო ქართველი ხალხის ვერდიქტი და ბიძინა ივანიშვილო, შენ ვინ მიგდიხარ, რომ არ მიიღო ეს ვერდიქტი. მიხეილ სააკაშვილს კოჭებამდეც ვერ მოწვდები. ძალიან მიხარია აქ ვხედავ, ჩვენს კოლეგებს და კონკურენტებს, იმ პარტიებს და ადამიანებს, რომლებიც სხვადასხვა აზრზე ვართ, დღეს ყველანი ერთად ვართ.” – განაცხადა გიორგი ბარამიძემ.

ცნობისთვის, გუშინ, თბილისში, პარლამენტთან შეკრების შემდეგ, ოპოზიცია მორიგ აქცის დღეს, უკვე აჭარაში მართავს. ისინი ამბობენ, რომ გაჩერებას არ აპირებენ და აქციებს პერმანენტულად აანონსებენ.

ამასთან, როგორც დღეს “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ განაცხადა, ოპოზიცია აპირებს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს ვიზიტის პარალელურად, 18 ნოემბერს “მდუმარე” აქცია მოაწყოს.

იტვირთბა....