ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“ხელახალ არჩევნებს კი არა, უბრალოდ იმ არჩევნებს ვითხოვთ, რომელიც 31 ოქტომბერს არ ჩატარებულა” – ნიკა მელია

“ხელახალ არჩევნებს კი არა, უბრალოდ იმ არჩევნებს ვითხოვთ, რომელიც 31 ოქტომბერს არ ჩატარებულა,” – ამის შესახებ “ნაცმოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ ბათუმში მიმდინარე აქციის დროს განაცხადა.

“ბათუმი არ არის მხოლოდ სიყვარულის ქალაქი, ბათუმი არის ამავე დროს, გამარჯვების ქალაქი. არსად ისე, როგორც აჭარაში თქვენ იცით, რას ნიშნავს, როცა ხელისუფალი მარწუხებში აქცევს თავისუფლებას და ადამიანის უფლებებს, მის თავისუფალ მოქმედებებს და ცხოვრებას, ზოგადადაც. 1991 წლიდან 2004 წლამდე, თითქოს დამოუკიდებელ რესპუბლიკაში მცხოვრებ ხალხს ჩვენ არ გვქონდა თავისუფალი ცხოვრება აქ, ამ რეგიონში, ამ ქალაქში. იმიტომ, რომ ერთი ადამიანი მართავდა და წყვეტდა ყველაფერს. ნებსით თუ ინებლიეთ, სამწუხაროდ, იმ რეალობას ბევრი ადამიანი შეეგუა, სანამ არ გამოჩნდა აქტიური ადამიანი და არ გამოჩნდნენ აქტიური მოქალაქეები, რომლებმაც გააპროტესტეს მანამ, სანამ ეს ადამიანი არ ჩაჯდა თვითმფრინავში და არ გაფრინდა. ახლა გვაქვს იგივე მდგომარეობა ოღონდ, უფრო მსხვილ და დიდ მასშტაბში, უკვე ეროვნულ დონზე ოლიგაქრის მასშტაბში, ივანიშვილის მასშტაბში, რომელიც მარწუხებში აგდებს უკვე მთელს რესპუბლიკას”, — განაცხადა ნიკა მელია.

გუშინ, თბილისში, პარლამენტთან შეკრების შემდეგ, ოპოზიცია მორიგ აქცის დღეს, უკვე აჭარაში მართავს. ისინი ამბობენ, რომ გაჩერებას არ აპირებენ და აქციებს პერმანენტულად აანონსებენ.

ამასთან, როგორც დღეს “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ განაცხადა, ოპოზიცია აპირებს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს ვიზიტის პარალელურად, 18 ნოემბერს “მდუმარე” აქცია მოაწყოს.

იტვირთბა....