ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ლოქდაუნი არ იქნებოდა ცუდი, სიტუაციას დაასტაბილურებდა” – ბიძინა კულუმბეგოვი

“2-3-კვირიანი ლოქდაუნი არ იქნებოდა ცუდი, სიტუაციას დაასტაბილურებდა,” –  ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა „პალიტრანიუსის” ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, დღეს, ჯანდაცვის სისტემა კოლაფსთან ახლოს არის

“მე ვფიქრობ, რომ სერიოზული გადაწყვეტილებებია მისაღები 2-3-კვირიანი ლოქდაუნი არ იქნებოდა ცუდი, სიტუაციას დაასტაბილურებდა. თუნდაც სარესტორნო და როგორც ევროპის ქვეყნები მოიხსენიებენ, არასაჭირო მაღაზიებისა და ობიექტების დახურვა. ჩვენ უნდა მოვახდინოთ გავლენა ეპიდემიის აღმავალ ტრაექტორიაზე, რომელიც არ გაჩერდება, მაგრამ სიტუაცია რომელშიც ვართ, ითხოვს სასწრაფო, გადაუდებელ რეაგირებას”, – განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.

იტვირთბა....