ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ძლიერი იუმუნური სისტემა უკეთ იცავს ორგანიზმს არსებული ვირუსებისგან, მათ შორის Covid-19-ისგანაც” – კულუმბეგოვი მოსახლეობას საკვები დანამატების მიღების შესახებ რეკომენდაციას აძლევს

“ძლიერი იუმუნური სისტემა გაცილებით უკეთ იცავს ორგანიზმს არსებული ვირუსებისგან, მათ შორის Covid-19-ისგანაც,” – ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა ტელეკომპანია “იმედის” ეთერში განაცხადა.

ალერგოლ-იმუნოლოგმა მოსახლეობას იმ საკვები დანამატების მიღების შესახებ მისცა რეკომენდაცია, რომელიც იმუნიტეტის გაძლიერებას ხელს უწყობს.

ამასთან, როგორც მან “იმედის” ეთერში დასძინა, ის იღებს D-ვიტამინს, თუთიას და მელატონინს. ამით ის იზიარებს ცნობილი მეცნიერის, ანტონიო ფაუჩის რეკომენდაციებს.

“კოვიდპანდემიის დროს სერიოზულ საკითხად რჩება ადამიანის იმუნური სისტემის წახალისება, გაძლიერება.

რა თქმა უნდა, სრულფასოვანი იმუნური სისტემის მიღწევა მარტო საკვებით განპირობებუი ფაქტი არ არის. ეს არის გენეტიკური პირობებით და სხვა ფაქტორებით განპირობებული.

თუმცა, უნდა გამოვყოთ სხვა ფაქტორებთან ერთად გარემო-ფაქტორები: ფიზიკური აქტივობა, ძილის მოწესრიგება… რასაკვირველია, საკვებთან მიმართებაში, როდესაც გვინდა, უფრო მეტად მომზადებულები ვიყოთ,

მნიშნელოვანია დავეყრდნოთ იმ მეცნირულ საფუძვლებსა და კვლევებს, რაც ტარდება პანდემიის მიმდინარეობის დროს.

არსებობს კვლევები, რომლებიც ადასტურებენ, რომ ამა თუ იმ ვიტამინის ან მიკროელემენტის დეფიციტი შეიძლება იყოს უფრო მეტად ასოცირებული გართულებებთან ან დაავადების მძიმე მიმართულებებთან.

ის კვლევები, რომლებიც ჩვენ გვაქვს დე ვიტამინთან და თუთიასთან დაკავშირებით, არ არის მასშტაბური, მაგრამ არის ძალიან საპატივცემულო ქვეყნებისა და ჯგუფების მიერ შესრულებული. ამ დაკვირვებითმა-აღმწერლობითმა კვლევებმა აჩვენა, რომ ადამიანებს, რომლებსაც ჰქონდათ დაბალი დე ვიტამინისა და თუთიის შემცველობა, საკონტროლო ჯგუფთან შედარებით, რომელსაც ჰქონდა ეს მაჩვენებლები შედარებით ნორმასთან ახლოს, კოვიდის მიმდინარეობა იყო შედარებით რთული, ანუ მტიცებით ფორმაში გადატანას და გაიდლაინებში ასახვას დრო სჭირდება, მაგრამ არაფერს დავაშავებთ იმით, თუ შევასრულებთ რეკომენდაციებს. კვებითი რაციონის სწორი გადაწყობა ან კვებითი დანამატების გამოყენება სასურველია.

იგივე, ბავშვთა ასაკში, ჩვენ ყოველთვის ვიძლევით რეკომენდაციას, რომ საპროფილაქტიკო დიზა დე ვიტამინის ისედაც არის აუცილებელი მისაცემი ყოველდღიურად დე ვიტამინის სახით.

როდესაც გასაჯაროვდა მსოფლიოში ცნობილი მეცნიერის, ალერგიისა და ინფექციის ინსტიტუტის დირექტორის ანტონიო ფაუჩის მიერ თავისივე რეკომენდაციები. მან ერთ-ერთ ინსტაგრამ ჩართვაში თქვა, რომ იღებს დე ვიტამინს, თუთიას და მელატონინს, რასაკვირველია, რამდენიმე დღეში მეც დავიწყე მათი მიღება. ამას არ ვმალავ და ვამბობ, რომ ვიღებ პროფულაქტიკურ დოზას დე ვიტამინის, ვიღებ თუთიას და მელატონინს”, – განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.

იტვირთბა....