ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

(ვიდეო) “რომ გადმოვაბრუნე, სისხლიანი იყო” – რას ამბობს თემქაზე მომხდარ საზარელ მკვლელობაზე დაჭრილი ლევან შაბურიშვილი?

თემქაზე, მომხდარი მკვლელობის დროს დაჭრილი ლევან შაბურიშვილი მედიასთან პირველ კომენტარს აკეთებს.

როგორც დაზარალებული “ტვ პირველთან” საუბრობს, მკვლელობის ბრალდებით დაკავებულებს პირადად არ იცნობდა და სტუმრები გარდაცვლილი მეგობრის თხოვნით სახლში მიიღო.

“რომ გადმოვაბრუნე სულ სისხლიანი იყო, მივხვდი რომ საქმე კარგად არ იყო.” – ამბობს მედიასთან საუბრისას ლევან შაბურიშვილი.

იხ:ვიდეო:

შეგახსენებთ, 13 ნოემბერს, თემქაზე ახალგაზრდა მამაკაცი ჯერ მოკლეს შემდეგ კი კვალის დაფარვის მიზნით დაწვეს. ხოლო ყელის არეში დაჭრეს შაბურიშვილი, რომელმაც თავს გაქცევით უშველა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ოპერატიული სამძებრო სამუშაოების შედეგად მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით, ორი ადამიანი დააკავა. მათგან 31 წლამდე ბრალდებულ მამაკაცს გამოძიება განსაკუთრებული სისასტიკით დანაშაულის ჩადენას ედავება, რომელიც 20 წლამ­დე ვა­დით ან უვა­დო თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღკვეთას გულისხმობს. ბრალდებულთან ერთად დაკავებულ 21 წლის გოგონას კი გამოძიება დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება, რაც 3-დან 7 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

იტვირთბა....