aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“ბარამიძევ, შენ ხარ გარეწარი! – ჩემო ზურა, ბოდიშს გიხდით ” – დავით ოქიტაშვილი ბარამიძეს მიმართავს

aviabiletebi
ავიაბილეთები

კულტურის პალატის ხელმძღვანელი, დავით ოქიტაშვილი სოციალური ქსელის საშუალებით “ტვ პირველის” ეთერში ოპოზიციის ლიდერების მწვავე დაოირისპირებას ეხმიანება.

ოქიტაშვილი “ფეისბუქის” საკუთარ გვერდის საშუალებით “ნაცმოძრაობის” წევრს, გიორგი ბარამიძეს მიმართავს და დასძენს, რომ დიდი ხანია თავს იკავებდა და საჯაროდ არ აფიქსირებდა, თუ რას ფიქრობდა ის ბარამიძეზე.

“რამდენი წელი ვიკავებდი თავს, არ მინდოდა ხმამაღლა მეთქვა ის, რასაც ამ გარეწარზე ვფიქრობდი დღემდე.

შენ ხარ გარეწარი ბარამიძევ, შენ უღალატე ყველაზე ძვირფას გრძნობას ადამიანებში, ესაა მეგობრობა. შენ უღალატე ზურა ჟვანიას და მის ოჯახს, ვინც კაცად და ადამიანად ეგონათ რომ გაქციეს. შენ ხარ არაკაცი, მეგობრის გამყიდველი და მკვლელი.

რა გადაგიხადა ასეთი ამ მწამებელმა, რომ ასე იცავ და ასე გაწირე ზურა ჟვანია და მისი ოჯახი და მისი მცხოვანი დედა, რომელიც ზურასთა ერთად გზრდიდა. გარეწარი ხარ, გარეწარი.

და მთავარი: შენი და შენი მეგობრების ადგილი ქართულ პოლიტიკაში არაა, თქვენ ხართ სიბნელე და წარსული ჩვენი ქვეყვის ისტორიაში. ჩემო ერთგულო მეგობარო, ჩემო ზურა, ბოდიშს გიხდით, რომ ვერ დაგიცავით ამ გარეწრებისა და მწამებლებისგან”- წერს დავით ოქიტაშვილი.

შეგახსენებთ, რომ “ტვ პირველის” ეთერში ოპოზიციის ლიდერები ერთმანეთს დაუპირსპირდნენ. მწვავე დაბატების მიზეზი კი მიხეილ სააკაშვილის განცხადება გახდა.

იტვირთბა....