ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

“უქმეებზე სულ ტაძარში დადიოდნენ” – ვინ იყო 31 წლის ბიჭი, რომელიც ქობულეთში სავარაუდოდ თანასოფლელმა მოკლა

ქობულეთში, 31 წლის მამაკაცი მეზობლის სახლში სავარაუდოდ, სანადირო იარაღით მოკლეს. შემთხვევა გუშინ სოფელ ხალაში მოხდა.

მეზობლების თქმით, 31 წლის დათო შარაშიძეს, სავარაუდოდ ჯერ ფეხის არეში ესროლეს, შემდეგ კი სასიკვდილო ჭრილობა თავის არეში მიაყენეს. არსებული ინფორმაციით, და­პი­რის­პი­რე­ბა თა­ნა­სოფ­ლე­ლებს შო­რის მოხ­და.

ასევე, სავარაუდო მკვლელი სოფელ ხალას მკვიდრია, ისინი ახლო მეზობლები იყვნენ. ახლობლებს მკვლელობის ვერსიებზე საუბარი უჭირთ.

ამასთან, მათთვის უცნობია, რა დაპირისპირება უძღოდა მკვლელობას წინ.

მეზობლების თქმით, მათთვის ასევე უცნობია, იყვნენ თუ არა სახლში მკვლელობის დროს ოჯახის სხვა წევრები.

არსებული ინფორმაციით, ეჭვმიტანილი შემთხვევის ადგილიდან მალევე მიიმალა.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მოკლულ დათო შარაშენიძეს ფეხმძიმე მეუღლე დარჩა. ქობულეთის მერიის წარმომადგენლის განცხადებით კი გარდაცვლი მორწმუნე გახლდათ და  ის მეღლესთან ერთად  ჩაქ­ვის ტაძ­რის მრევ­ლი იყ­ო.

“რო­გორც ვიცი, ძა­ლი­ან კარ­გი მე­ზობ­ლე­ბი იყ­ვნენ. წი­ნათ კონ­ფლიქ­ტი არ ჰქო­ნი­ათ. სხვა დე­ტა­ლე­ბი არ ვიცი. მოკ­ლულ 31 წლის მა­მა­კაცს ოჯა­ხი ჰყავ­და, მისი მე­უღ­ლე შვილს ელო­დე­ბა”, – აცხა­დებს ქო­ბუ­ლე­თის მე­რი­ის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი მზია აბა­ში­ძე.

აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 19-108-ე მუხ­ლით და­ი­წყო, რაც გან­ზრახ მკვლე­ლო­ბას გუ­ლის­ხმობს.

იტვირთბა....