ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

რეინჯერი სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას მძიმედ დაშავდა და გარდაიცვალა

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ნეძვის აღკვეთილის რეინჯერი, თეიმურაზ ლომიძე სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას მძიმედ დაშავდა და გარდაიცვალა.

დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფორმაციით, რეინჯერი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა, მაგრამ მისი გადარჩენა ვეღარ მოხერხდა.

მათივე ცნობით, თეიმურაზ ლომიძე ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში 2006 წლიდან მუშაობდა.

იტვირთბა....