ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

თემქაზე მომხდარი მკვლელობისთვის დაკავებულების აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო, სავარაუდოდ, დღეს იმსჯელებს

თემქაზე მომხდარი სასტიკი მკვლელობისათვის დაკავებულების აღკვეთის ღონისძიების შესახებ საქალაქო სასამართლო, სავარაუდოდ, დღეს იმსჯელებს.

ოჯახის ახლობლის განცხადებით, ამ დრომდე უცნობია თუ რა გახდა მკვლელობის მიზეზი.

“უკონფლიქტო ადამიანი იყო, ორ ზედმეტ სიტყვას არ იტყოდა, არაფერი ვიცით მოკვლის მიზეზზე”, – ამბობს ოჯახის ახლობელი.

შეგახსენებთ, 13 ნოემბერს, თემქაზე ახალგაზრდა მამაკაცი ჯერ მოკლეს შემდეგ კი კვალის დაფარვის მიზნით დაწვეს. ხოლო ყელის არეში დაჭრეს კიდევ ერთი მამაკაცი, რომელმაც თავს გაქცევით უშველა.

ცნობისთვის, თემქის დასახლებაში მოკლული მამაკაცი და ყელის არეში დაჭრილი ლევან შაბურიშვილი თაკო ჩარკვიანი პარტიის „კანონი და სამართლის“ წევრები იყვნენ.

ამასთან, შინაგან საქმეთა სამინისტროს ოპერატიული სამძებრო სამუშაოების შედეგად მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით, ორი ადამიანი დააკავა.

იტვირთბა....