ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“როგორ მოვიქცეთ, თრომბი რომ არ დაგვემართოს” – ექიმი პროდუქტებს ასახელებს

ფიზიკური აქტივობა აუცილებელია, ვისაც სისხლში D-დიმერი მომატებული აქვს, კუნთები რომ არ მოადუნოს, აუცილებელია სახლში ფიზიკურად დაიტვირთოს, მაგალითად აკეთოს ბუქნები – ამის შესახებ, „იმედის დილაში“ ექიმმა, ოთარ ტატიშვილმა განაცხადა.

ტატიშვილმა იმ პროდუქტებზეც ისაუბრა, რომლებიც სისხლის შესქელებას ხელს უშლის.

„თევზის ქონი ათხელებს არა მარტო სისხლს, ის შლის თრომბს, პროფილაქტიკისთვის რეკომენდებულია კვირაში სამჯერ მაინც მივიღოთ ეს პროდუქტი და განსაკუთრებით თევზის ცხიმიანი სახეობა. კენკრა შეიცავს კუმარინებს, რომელიც ხელს უშლის სისხლის შედედებას, ეს ბუნებრივი ანტიმიკრობული აგენტიც გახლავთ, ასევე ნიორი, რომელიც შეიცავს ისეთ ნივთიერებებს, რომლებსაც შეუძლია სისხლის გათხელება, ისევე, როგორც ასპირინს. ასევე კარგია კოჭა, გარდა იმისა, რომ ათხელებს სისხლს, ის ჩვენს ორგანიზმში ამცირებს შაქრის დონეს, აუმჯობესებს საჭმლის მონელებას, მაგრამ ვისაც მაღალი არტერიული წნევა და არითმია აწუხებს, ეს პროდუქტი უფრო ფრთხილად უნდა გამოიყენოს“, – აღნიშნა ოთარ ტატიშვილმა.

იტვირთბა....